მამუკა ბახტაძე - ღრმად მწამს, რომ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექსპორტიორი ქვეყანა გახდება

„ღრმად მწამს, რომ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექსპორტიორი ქვეყანა გახდება,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, აგროსაინვესტიციო ბიზნეს ფორუმის გახსნაზე განაცხადა. მისასალმებელ სიტყვაში პრემიერმა სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ასეთი ფორმატი - აგროსაინვესტიციო ბიზნეს ფორუმი - რომლის ფარგლებშიც დღეს შევიკრიბეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ მეტი შევძლოთ სოფლის მეურნეობაში. მახსოვს, როდესაც სოფლის მეურნეობაში ჩვენს პროგრამებს ვიწყებდით, ვისმენდით ძალიან ბევრ უსაფუძვლო კრიტიკას: რომ ეს ყველაფერი წყალში გადაყრილი ფული იქნებოდა, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ინვესტიციები არ იყო გამართლებული, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას არ ჰქონდა პერსპექტივა. დარწმუნებული ვარ, ეს სიტყვები თქვენც კარგად გახსოვთ. ბუნებრივია, შედეგმა აჩვენა, რომ ჩვენ მართლები ვიყავით. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ სოფლის მეურნეობის პროდუქციაში სავაჭრო დეფიციტი დაახლოებით 900 მილიონი გვქონდა. დღევანდელი დღის მდგომარეობით, დეფიციტი შეადგენს 300 მილიონს. ერთობლივი ძალისხმევით შევძელით, რომ ჩვენ სამჯერ შეგვემცირებინა ეს დეფიციტი. მე ღრმად მწამს, რომ შევძლებთ არა მხოლოდ იმპორტის ჩანაცვლებას, არამედ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექსპორტიორი ქვეყანა გახდება,“ - განაცხადა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა