პეტრო პოროშენკო უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაკითხა

უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 2014 წელს ევრომაიდანზე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დაკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ევრომაიდანის მოვლენებთან დაკავშირებით, პოროშენკო უკვე მეორედ დაკითხეს. პირველად მისი დაკითხვა 2016 წლის ნოემბერში მოხდა. ამასთანავე, მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში პოროშენკო გენერალურ პროკურატურაში იყო დაბარებული, თუმცა ის არ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის თებერვალში, ევრომაიდნის მოვლენების დროს კიევში დაპირისპირების შედეგად 77 დემონსტრანტი და 17 სამართალდამცავი დაიღუპა. ასობით ადამიანი კი დაშავდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს