ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ კასპის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ კასპის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სეტყვის შედეგად, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში: საკორინთლო, ვაკე, პანტიანი, ახალშენა, ქვემო ჭალა, განადგურდა კურკოვანი ხილის დიდი ნაწილი.

ადგილობრივების თქმით, დაზიანებულია კაკლის ნარგავები და ვაზი.

„უამინდობამ გარკვეული ზარალი მიაყენა შიდა ქართლის რეგიონის ცალკეულ სოფლებს. გუშინ საღამოს დაზიანდა ბუნებრივი აირის მილსადენიც, თუმცა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რეგიონის ხელმძღვანელობასთან კოორდინირებულად უკვე მუშაობენ პრობლემის მოსაგვარებლად და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე აღუდგება ქვემო ჭალის მოსახლეობას გაზის მიწოდება“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა