პრემიერი - არც ერთ ფერმერს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ სხვადასხვა პრობლემის გამო, ის შეიძლება მოსავლის გარეშე დარჩეს

„რეგიონში უკვე გაიხსნა 25 ახალი, ხოლო გადაიარაღდა 48 მოქმედი საწარმო, რამაც საშუალება მოგვცა, რომ დამატებით 2 100 ახალი სამუშაო ადგილი შეგვექმნა,“ - ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმის გახსნაზე განაცხადა.

პრემიერმა აგროსექტორში დაზღვევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აგროპორდუქციის დაზღვევისთვის სახელმწიფოს მხრიდან ყველა ინსტრუმენტი იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენი პროექტების შედეგად, რეგიონში უკვე გაიხსნა 25 ახალი, ხოლო გადაიარაღდა 48 მოქმედი საწარმო, რამაც საშუალება მოგვცა, რომ დამატებით 2 100 ახალი სამუშაო ადგილი შეგვექმნა. ინვესტირებული თანხის მოცულობამ შეადგინა 57 მილიონ ლარზე მეტი. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, რეგიონში საბრუნავი და ძირითადი საშუალებების მიზნობრიობით გაიცა 140 მილიონი ლარის ოდენობის სესხი. 506 ჰექტარ ფართობზე გაშენდა ინტენსიური ბაღები, მაგრამ ეს მხოლოდ 15%-ია იმ პოტენციალის, რაც თქვენს რეგიონს აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვავითაროთ დაზღვევის სისტემები. არც ერთ ფერმერს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ სხვადასხვა პრობლემის გამო, ის შეიძლება დარჩეს მოსავლის გარეშე. ამისთვის ჩვენ უფრო მეტი მექანიზმი უნდა შევქმნათ. გპირდებით, როდესაც ვსაუბრობთ აგროპროდუქციის დაზღვევაზე, აქ ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იქნება ყველა ინსტრუმენტი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო