ინდონეზიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია აპროტესტებს

ინდონეზიაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია აპროტესტებს. ათასობით ადამიანმა ქვეყნის დედაქალაქ ჯაკარტაში საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ისინი ხელისუფლებას საარჩევნო პროცესში ჩარევაში სდებენ ბრალს.

საარჩევნო კომისიის ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ ამომრჩევეთა ხმების 56% მიიღო, ოპოზიციის კანდიდატმა პრაბობო სუბიანტომ კი 44%. თუმცა საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოსახლეობა საარჩევნო კომისიას უნდობლობას უცხადებს და აცხადებს, რომ არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები მოხდა. ისინი შედეგების გაუქმებასა და ქვეყანაში არჩევნების თავიდან გამართვას ითხოვენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა