მამუკა ბახტაძე - საუბარი იმის შესახებ, რომ შესაძლოა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს, საფუძველს მოკლებულია

საუბრები იმაზე, რომ საქართველოს შეიძლება ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს, არის სრულიად საფუძველს მოკლებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

„რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ისევე როგორც ბევრი სხვა რაღაც, რის აჟიტირებასაც ცდილობენ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ვიზალიბერალიზაციაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასოცირების ხელშეკრულებაზე ევროპასთან, ეს არ გახლავთ ვინმეს მონაპოვარი. ეს არის ქართული სახელმწიფოს მონაპოვარი, ჩვენ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ამას და საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა იყოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით განმსჭვალული, როდესაც ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და ვსარგებლობთ ამ ძალიან დიდი სარგებლით. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ ერთხელ მსურს ყველა დავარწმუნო, რომ საუბრები იმაზე, რომ საქართველოს შეიძლება ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს, არის სრულიად საფუძველს მოკლებული”, - განაცხადა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა