არსებული ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის შვილი, რომელსაც პოლიცია ეძებს, ყოფილი სპეცრაზმელია

არსებული ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის შვილი, რომელსაც პოლიცია ეძებს, წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, ის ყოფილი სპეცრაზმელია. აღნიშნული ინფორმაცია „კვირის პალიტრამ“ მოიპოვა.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავები ერთ პირს, დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილს, ნოდარ გამყრელიძეს ეძებენ.

„კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, ნოდარ გამყრელიძე წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, თუმცა ამ ეტაპზე ის სისტემაში არ მუშაობს. არსებული ინფორმაციით, ნოდარ გამყრელიძე, მიუხედავად ძმის, რძლისა და ორი ნათესავის მკვლელობისა, სოფელ ყანდაურაში არ გამოჩენილა.

ამ ეტაპზე ასევე დაკავებულია გამყრელიძეების ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილი - ომარ გამყრელიძე. ახალ­გაზ­რდა მამაკაცს გა­მო­ძი­ე­ბა ცეცხლ­სას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ედა­ვე­ბა. დაკავებული ახალგაზრდის ჩვენებით, მისი მამა ნოდარ გამყრელიძე რუსეთში აპირებდა წასვლას. მისივე ინფორმაციით, ამის დამადასტურებელი ვიზა მამის პასპორტში ნახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ნოდარ გამყრელიძეს საზღვარი ოფიციალურად არ გადაუკვეთავს. გამორიცხული არ არის, რომ ის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადავიდა რუსეთის ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყანდაურაში 3 მაისს 4 ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს. მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი.

დამატებითი ინფომაცია სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის შვილზე, რომელსაც პოლიცია ეძებს

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა