ტექნოპარკში საქართველოში პირველი საერთაშორისო აგრო კონკურსი Future Agro Challenge დაიწყო, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისის სტარტაპ ბიუროსა და „ბილაინის“ მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, Future Agro Challenge-ი უმსხვილესი გლობალური ინიციატივაა, რომელიც ინოვატორებსა და აგროპრენერებს საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს.
მათი ინფორმაციით, ღონისძიება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გახსნა.
„ჰაკათონში 8 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 48 საათის განმავლობაში იმუშავებენ შემდეგ თემებზე: Agro Logistics // Agro Tourism // Agroforestry // Animal Protein // Animal Husbandry // Dairy Alternatives // Drones and Robots // Education (Food/Agriculture) // Farm Management Software // Farmers Incomes // Food E-Commerce // Food Preservation // Food Science // Food Traceability and Safety // Health and Wellness // Indoor Agriculture // Manufacturing // Warehousing // Marketplaces // Material Science // New Farms // Nutrition // Packaging and Design // Precision Agriculture // Predictive Data Analytics // Sensors // Smart Irrigation // Snacks and Beverages // Waste Technology
Future Agro Challenge - ის გამარჯვებული 12 მაისს გამოვლინდება. იგი მიიღებს წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც საბერძნეთში 2019 წლის 7-11 სექტემბერს ჩატარდება,“ - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.