საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო მოხელეების სწავლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებზე ორიენტირებული სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შეკრება  გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო მოხელეების სწავლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებზე ორიენტირებული სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შეკრება გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა. ის მიზნად ისახავდა სასწავლო დაწესებულებების საქმიანობის გაცნობას, ინფორმაციის გაზიარებას და სასწავლო პრეცესების უკეთ დაგეგმვისა და სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობას.

უწყების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო: სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის, საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის, კონულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC), სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის, GIPA - საჯარო მმართველობის სკოლის, საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებმა.​

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა