ზაურ დარგალი მარნეულის მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს.აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

„კამპანიის ფარგლებში, მმართველი გუნდის წარმომადგენლები თითქმის, ყველა სოფელში ჩავიდნენ და კანდიდატის პროგრამა მოსახლეობას პირადად გააცნეს. ზაურ დარგალი, მასშტაბური შეხვედრების გარდა, კარდაკარის პრინციპით, ადგილობრივ ოჯახებს სტუმრობს და მათ საჭიროებებს ადგილზე ეცნობა.

ის მოქალაქეების დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ აწვდის ინფორმაციას და არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა