დავით ჭიჭინაძე გიორგი გახარიაზე - ბოდიშის მოხდას მნიშვნელობა აქვს ერთხელ, ორჯერ, ყველაფერზე თუ ბოდიში იხადე, არ გამოვა

ბოდიშის მოხდას მნიშვნელობა აქვს ერთხელ, ორჯერ. ყველაფერზე თუ ბოდიში იხადე, არ გამოვა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7 vs 1” შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გიორგი გახარიას ხომ არ „უჩალიჩებენ“, ჭიჭინაძემ ასე უპასუხა: „მთელი ტრაგედია ეს არის, მთელი ძალოვანი უწყების მაკონტროლებელი ადამიანი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, პირველი ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს „მიჩალიჩებენო“.

მისივე შეფასებით, თუ გახარია არის ყველაფრის მაკონტორლებელი, უსაფრთხოების საბჭო მას ჩავაბარეთ და ეს ადამიანი ასე მარტივად წამოეგება ამ ყველაფერზე, მაშინ საშინელ მდგომარეობაში ვყოფილვართ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა