შინაურ ცხოველთა მოშენება კომერციული მიზნებისათვის სანებართვო საქმიანობა ხდება

შინაურ ბინადარ ცხოველთა მოშენება კომერციული მიზნებისათვის სანებართვო საქმიანობა ხდება. შესაბამისი ცვლილებები “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ხორციელდება. პროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტს 13 მაისის ბიუროს სხდომაზე წარედგინება, შინაურ ბინადარ ცხოველთა კომერციული მოშენებისათვის ნებართვას მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი მიზნით შექმნილი იურიდიული პირი გასცემს.

ნებართვის მაძიებელი ნებართვის გაცემის ფასს გადაიხდის. სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ნებართვის გაცემის ფასსა და მისი გადახდის წესს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო დაამტკიცებს.

“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი თავის მხრივ, “შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ ახალ კანონს უკავშირდება.

კანონპროექტი ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს. პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: კახა კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო