ვაზიანის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს

ვაზიანის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს . ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, რიგითი ვლადიმერ მახათაძის (29.10.1994) გარდაცვალების გამო. სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე 12 მაისს, ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს.

ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა