„პირველი არხი“ - მახათას მთაზე მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის დროს, დაზიანდა კაბელი, რამაც გამოიწვია ტექნიკური ხარვეზი ტრანსლაციის დროს

საქართველოს „პირველი არხი“ მაყურებელს ტრანსლაციის დროს ტექნიკური წუნის გამო ბოდიშს უხდის. აღნიშნულის შესახებ „პირველი არხი“ განცხადებას ავრცელებს.

„12 მაისს, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნისას, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის დროს, ხალხმრავლობის გამო, ფიზიკური კონტაქტის შედეგად დაზიანდა აუდიო-ვიდეო კაბელი, რის გამოც მოხდა ტექნიკური ხარვეზი ტრანსლაციის დროს. ტექნიკური წუნის გამო საქართველოს „პირველი არხი“ მაყურებელს ბოდიშს უხდის“, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: პირველი არხი მაყურებელს ბოდიშს უხდის

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა