ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი ჯარისკაცის ახლობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ

ვაზიანის ბაზაზე გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე ვანის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. გარდაცვლილი ვალოდი მახათაძე სოფელ შუამთაში ცხოვრობდა. ახლობლების ინფორმაციით, ის ჯარში რამდენიმე თვეა, რაც მსახურობდა.

მათივე ინფორმაციით, ოჯახს დღეს შეატყობინეს, რომ ჯარისკაცმა თავი მოიკლა. ახლობლებს და მეზობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. გარდაცვლილის ოჯახში კომენტარს არ აკეთებენ. ჯარისკაცს ოჯახში, სავარაუდოდ, დღეს გადაასვენებენ.

იხილეთ ვიდეო: "ნერვიულობდა, სამჯერ იყო შესული, სადაც იარაღი ინახება" - ახლობლების ინფორმაციით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილმა ჯარისკაცმა თავი მოიკლა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა