გიორგი გახარია „ბასიანის“ მოვლენების წლისთავზე - როგორც კი მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ აუკრძალავს შსს-ს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და არ იქნება არც ერთი დახურული ზონა

გასული წლის 12 მაისის შემდეგ, როდესაც ჩატარდა ღონისძიება, 1 წლის განმავლობაში კლუბებთან დაკავშირებული კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციით გარდაცვალების 2 შემთხვევა გვქონდა. რა თქმა უნდა, ესეც ბევრია, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, 1 წლის წინ, ყოველი პარასკევი და შაბათი ამ ქალაქში უმძიმესი მოლოდინის დღე იყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ბასიანის“ მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამის შემდეგ აბსოლუტური პასუხისმგებლობით და ხაზგასმით აღვნიშნავ, როგორც კი ეს პოზიტიური, გაუმჯობესებული მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ ვერასოდეს შსს-ს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და არ იქნება არც ერთი დახურული ზონა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს