პარლამენტთან გიორგი გახარიას ბიუსტის დადგმის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს „ბასიანის“ მოვლენების წლისთავს უკავშირდება

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბიუსტის გახსნასთან დაკავშირებით, პერფორმანსის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ინსტალაცია 2018 წლის მაისში კლუბ „ბასიანის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება. კერძოდ, ის კლუბში განხორციელებული რეიდის შემდეგ გამართულ აქციებსა და გიორგი გახარიას მიერ აქციის მონაწილეების მისამართით ნათქვამ ბოდიშს უკავშირდება.

ერთ-ერთი ორგანიზატორის, სანდრო ჯავახიშვილის განცხადებით, არც ერთი ის დაპირება არ შესრულებულა, რომელიც შარშან მიიღეს და რის გამოც აქცია დაიშალა.

„ბიუსტი დღეს დაიდგა და 14 მაისამდე იქნება პარლამენტთან. პერფორმანსის მიზანია, შევახსენოთ მოსახლეობას შარშან მიღებული პირობები, რომლის გამოც დაიშალა შარშანდელი აქცია, თუმცა არც ერთი პირობა დღემდე არ შესრულებულა", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სანდრო ჯავახიშვილმა.

კიდევ ერთი ორგანიზატორის, თაკო სულაქველიძის განცხადებით, ბიუსტი, ღილაკზე ხელით დაჭერის შემთხვევაში, ბოდიშს იხდის.

„ვართ კრეატიული აქტივიზმის პლატფორმა "მაყურებლები"-ს წარმომადგენლები. მაყურებლები - Watchers – ეს არის ჩვენი გვერდი, რომელიც "ფეისბუქში" სულ რამდენიმე დღეა გაეშვა. ვეხმიანებით სისტემურ დანაშაულებს და უსამართლობას. ბიუსტის ღილაკზე თუ თითს დააჭერთ, ის ამბობს -“მოდი დავიწყოთ ბოდიშით, ბოდიში" ამბობს. ბოდიშს, სამწუხაროდ, არც ფასი აქვს და არც პრობლემებს წყვეტს",- განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თაკო სულაქველიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა