ძლიერი წვიმის გამო 112-ში ყველაზე მეტი ზარი დიდუბე-ჩუღურეთიდან, დიღმიდან, გლდანი-ნაძალადევიდან და სანზონიდან შევიდა

თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად, ამ დროისთვის, დაზარალებულები არ არიან. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტი გამოძახება დიდუბე-ჩუღურეთიდან, დიღმიდან, გლდანი-ნაძალადევიდან და სანზონიდან არის.

ასევე, ძირითადად, საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოქალაქეები ეზოების, სადარბაზოების და სარდაფების დატბორვის შესახებ რეკავენ.

ასევე, სანზონაში დაფიქსირდა კორპუსის სახურავის დაზიანების ფაქტიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თბილისში უხვი ნალექის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა