გიორგი შენგელია - 2020 წელს ზუგდიდში დევნილთა კომპაქტური ჩასახლება აღარ იარსებებს და ამ ჩასახლებებში მცხოვრებ ყველა დევნილს ახალი ბინები გადაეცემა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად. ზუგდიდში მცხოვრებ იძულებით გადადგილებულ პირებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ პრესცენტრის ცნობით, გიორგი შენგელიამ შეხვედრაზე საარჩევნო პროგრამა წარადგინა და დევნილთა განსახლების საკითხებზე ისაუბრა.

შენგელიას განცხადებით, პირველ რიგში, ის დევნილი ოჯახები დაკმაყოფილდებიან ბინით, ვინც ავარიულ შენობებში ცხოვრობს.

„ამ ადამიანებმა დატოვეს ყველაფერი და ზუგდიდში ცხოვრების ხელახლა დაწყება მოუწიათ, მათ უმძიმესი დღეები გამოიარეს. მთავრობა ყველაფერს აკეთებს დევნილი ოჯახების ბინით უზრუნველყოფისთვის. ამჟამად ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის ბინების მშენებლობა მიმდინარეობს. ეს პროცესი გაგრძელდება, უახლოეს პერიოდში იწყება 240 ოჯახისთვის ახალი ბინების მშენებლობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 1700 დევნილ ოჯახს ზუგდიდში საცხოვრებელი გადაეცა. უმოკლეს დროში პრობლემა მოუგვარდებათ იმ ადამიანებსაც, ვინც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს კომპაქტურ ჩასახლებებში. ზუგდიდში გვაქვს 20 კომპაქტური ჩასახლება, აქედან წელს სრულად დაიხურება 12 მათგანი და ეს პროცესი გაგრძელდება. მინდა გითხრათ, რომ 2020 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა კომპაქტური ჩასახლება აღარ იარსებებს და ამ ჩასახლებებში მცხოვრებ ყველა დევნილს ახალი ბინები გადაეცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ შეხვედრაზე.

გიორგი შენგელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კარდაკარ და გაფართოებულ შეხვედრებთან ერთად აქტიურად განაგრძობს პროგრამის ფოკუს ჯგუფებისთვის გაცნობას, ის უკვე შეხვდა მასწავლებლებს, ექიმებსა და ახალგაზრდებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა