მიხეილ სააკაშვილი - ძალიან ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია, ამერიკაში ასეთი ისტორიები ხდება ძალიან ხშირად

თითქმის ბოლომდე ანადგურებენ საქართველოს პოლიციას. არ ვამბობ რომ პოლიცია არ უშვებდა შეცდომებს, უშვებდა ტრაგიკულ შეცდომებს, იყო ტრაგიკული ისტორიები. ძალიან ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია. გაისროლა პოლიციელმა, ტრაგიკული ისტორია იყო. ამერიკაში ასეთი ისტორია ხდება ძალიან ხშირად, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ქართველებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სააკაშვილმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და მმართველი გუნდი პოლიციის რეპუტაციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.

„თითქმის ბოლომდე ანადგურებენ საქართველოს პოლიციას. საქართველოს პოლიცია იყო მსოფლიოში ყველაზე მაგარი პოლიცია. საქართველო, ქვეყანა, რომელიც იყო სიცილიის დონეზე და გახდა მსოფლიოში მესამე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ევროპაში ყველაზე უსაფრთხო. გეგმაზომიერად მოხდა პოლიციის რეპუტაციის განადგურება. არ ვამბობ რომ პოლიცია არ უშვებდა შეცდომებს, უშვებდა ტრაგიკულ შეცდომებს, იყო ტრაგიკული ისტორიები. უკაცრავად, რომელ ქვეყანაში არ არის ? გერმანიაში არ არის? ამერიკაში არ არის? ამერიკაში ეგეთი ისტორიები ხდება ყოველ კვირას, მაგრამ აქ ჩაერთო მთელი რუსული პროპაგანდა. რუსეთმა ამოირჩია ქართული პოლიციის დისკრედიტაცია. ძალიან ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია. გაისროლა პოლიციელმა, ტრაგიკული ისტორია იყო. ამერიკაში ასეთი ისტორია ხდება ძალიან ხშირად“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო