კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველივე ტურში იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა საზოგადოების მხრიდან, რათა პირველივე ტურში მოხდეს არჩევნების დასრულება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ რომელიმე ოლქში მეორე ტური გაიმართება, პრობლემას ამაში ვერ ხედავს.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველივე ტურში იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა საზოგადოების მხრიდან, რათა პირველივე ტურში მოხდეს არჩევნების დასრულება. პრობლემა არც ის არის, თუ რომელიმე ოლქში მეორე ტური გაიმართება, ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ჩვენ ვართ ის მთავრობა და ხელისუფლება, რომელმაც 50%-იანი ბარიერი შემოიღო”, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა