მარნეულში „გორგიას“ ახალი, მე-7 ფილიალი გაიხსნა

მარნეულში ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგიას“ რიგით მეშვიდე ფილიალი გაიხსნა. ფილიალი განთავსებულია 8 000 მ2-ზე და მასში 10 000-მდე პროდუქციაა წარმოდგენილი, როგორც სამშენებლო-სარემონტო, ასევე საყოფაცხოვრებო ტიპის. ჯამში განხორციელებულია 1 მილიონამდე ლარის ინვესტიცია და დასაქმებულია 60-მდე ადგილობრივი მოსახლე.

გახსნის ღონისძიებას ჰიპერმარკეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მარნეულის მთავრობის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს „გორგიას“ დამფუძნებელმა, გია გორგოშაძემ და მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ.

გორგოშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კომპანიის ძირითადი აქცენტი რეგიონებში ადამიანებისთვის სამშენებლო მასალების კომფორტულად, ერთ სივრცეში მიწოდებაა.

„გორგიას“ ძირითადი აქცენტია, რეგიონებში კომფორტი შეუქმნას ადამიანებს, ერთ სივრცეში მოათავსოს ყველა სამშენებლო მასალა, იაფი ფასითა და მაღალი ხარისხით. ჩვენ ეს უკვე მოვახერხეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რომელთა რიცხვს დღეს მარნეულელიც მიემატა. ამის პარალელურად, „გორგია“ ზრუნავს, დაასაქმოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი და რაც მთავარია, განავითაროს თითოეული თანამშრომელი. მარნეულის ფილიალში დაახლოებით 100 ადამიანი დასაქმდა და მილიონამდე ლარის ინვესტიცია ჩაიდო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გაგრძელება და მეტი განვითარება აუცილებლად მოჰყვება“, - განაცხადა გია გორგოშაძემ.

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ფილიალის გახსნას მიესალმება და სხვა კომპანიებსაც შეუწყობს ხელს მსგავს ქმედებაში.

ზაურ ტაბატაძემ, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი:

„ჩვენს მუნიციპალიტეტში საზეიმო დღეა, რადგან საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია თავის ფილიალს ხსნის. გარდა იმისა, რომ მუნიციპალიტეტში ინვესტიცია შემოვიდა, „გორგიას“ გახსნა ძალიან დიდი მნიშნველობის არის იმ თვალსაზრისითაც, რომ აქ დაახლოებით 60 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 ათეულ ოჯახს მუდმივი შემოსავლის წყარო გაუჩნდა. ვისურვებდით, კიდევ ბევრ ასეთ წარმატებულ კომპანიას დაეწყოს ოპერირება ჩვენს მუნიციპალიტეტში და ჩვენ ყოველთვის მხარში დავუდგებით მათ განვითარებასა და პრობლემების გადაჭრაში, - აღნიშნა ტაბატაძემ.

„გორგია“ საქართველოში ყველაზე დიდი და ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტია, რომელიც აერთიანებს 7 ჰიპერმარკეტს საქართველოს ტერიტორიაზე და დაახლოებით 50 000 დასახელების სხვადასხვა პროდუქციას. „გორგიას“ ფილიალებში სულ 1 600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

(R)

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა