რონდელის ფონდის ხელმძღვანელი -  "სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმის" ჩასატარებლად, თბილისი შემთხვევით არ შერჩეულა

„სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმის" ჩასატარებლად, თბილისი შემთხვევით არ შერჩეულა, ეს არის ადგილი, სადაც ჩვენს სომეხ, აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს შეუძლიათ თავიანთი ქვეყნების პრობლემატიკაზე საუბარი, - ამის შესახებ რონდელის ფონდის ხელმძღვანელმა, ეკატერინე მეტრეველმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კონფერენციაზე უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს აფასებენ.

„რონდელის ფონდი უკვე 6 წლის განმავლობაში ატარებს თბილისში „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმს“. კონფერენციაზე ხდება გამოწვევების და შესაძლებლობების შეფასება და პრობლემების გადაჭრის გზების განხილვა. თბილისი, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ იქნა შერჩეული. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენს სომეხ, აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს შეუძლიათ თავიანთი ქვეყნის პრობლემატიკაზე საუბარი. ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, კონფერენციაზე წარმოდგენილები არიან ამერიკელი, ევროპელი, მაღალი თანამდებობის პირები. სესიებზე წარმოდგენილი საკითხების სპექტრი საკმაოდ ფართოა. მთავარი თემაა უსაფრთხოება და ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას", - აღნიშნა ეკატერინე მეტრეველმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა