დავით ბაქრაძე - დარწმუნებული ვარ, რომ ჭიათურაში და ყველგან ხალხი მოვა არჩევნებზე და მოითხოვს ცვლილებებს

დარწმუნებული ვარ, რომ ჭიათურაში და ყველგან ხალხი მოვა არჩევნებზე და მოითხოვს ცვლილებებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჭიათურაში განაცხადა, სადაც ის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

დავით ბაქრაძე და სერგი კაპანაძე მერის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატ დავით ჭუმბურიძესთან ერთად ჭიათურაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ.

„ჭიათურაში მოსახლეობა უსამართლოდ მოხსნილ სოციალურ დახმარებებზე, უპერსპექტივობის და უიმედობის განცდაზე საუბრობს. ადგილობრივებს მძიმე სოციალური ფონის გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც აწუხებს. ჭიათურაში დღემდე მოუგვარებელია სასმელი წყლის პრობლემაც“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს