ადვოკატი - ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ დასტურდება, რომ გ.ბ. იყო ფარდულში და მონაწილეობდა დავით სარალიძის დაჭრაში

ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ დასტურდება, რომ გ.ბ. იყო ფარდულში და მონაწილეობა მიიღო სარალიძის სხეულის დაზიანებებში, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნის, გ.ბ.-ს ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია და ეს არც მტკიცებულებებით დასტურდება.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებაა. ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ დასტურდება, რომ გ.ბ. იყო ფარდულში და მონაწილეობა მიიღო სარალიძის სხეულის დაზიანებებში. ამაზე მრავალტომიანი საქმეც მეტყველებს. ერთადერთი, რასაც ბრალდების მხარე ეყრდნობა, მიხეილ კალანდიაა, რომელიც დისკრედიტებულია და მის რეაბილიტაციას შეეცადა ბრალდების მხარე", - განაცხადა ჩინჩალაძემ.

ის დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

"დღევანდეელი სასამართლო სხდომა ჩემი დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება. ბევრ მტკიცებულებასა და არგუმენტზე ვაპირებ საუბარს, რითიც სრულად გაბათილდება ბრალდების მხარის პოზიცია.

შემდეგ სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება ობიექტური, კანონიერი და სამართლიანი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულებისათვის ტესტი. სურვილი მაქვს, სასამართლომ ეს ტესტი წარმატებით ჩააბაროს.

პროკურატურამ მეორე ინსტანციაში არათუ გაამყარა აღნიშნული საქმე, პირიქით, წარმოდგენილმა მოწმეებმა სასამართლოს დაცვის მხარის სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდეს. შესაბამისად, ბრალდების მხარე ყოველგვარ მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე, არაობიექტურად ცდილობს დაამტკიცოს ის, რასაც ბუნებაში ადგილი არ ჰქონია. თუ სასამართლო ობიექტური იქნება, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დადასტურდება ის გარემოებები, რასაც ბრალდების მხარე აცხადებს", - განაცხადა ჩინჩალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი გ.ჯ და გ.ბ არიან მსჯავრდებულები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს