ეკა ბესელია იუსტიციის საბჭოდან გზირიშვილის, ხარებავას და ქადაგიძის გამოწვევაზე „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მხარს დაუჭერს

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია „ევროპული საქართველოს“ მიერ ინიცირებული იმ დადგენილების პროექტისთვის აპირებს მხარდაჭერას, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით არჩეული წევრების ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძის საბჭოდან გამოწვევას ითვალისწინებს.

როგორც ბესელიამ განმარტა, ნდობას არ იმსახურებს საბჭოს არც ერთი წევრი, ვინც პარლამენტში წარმოდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათკაციან სიას მისცა ხმა.

ბესელიას აზრით, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა დღის წესრიგში სწრაფად უნდა დადგეს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არ მაქვს არანაირი ნდობა, საბჭოს ცალკეული წევრები პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ეს საკითხი სწრაფად უნდა დადგეს. საბჭოს საქმიანობამ აჩვენა, რომ მას მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ჩიხში შეჰყავს. არც ერთი ის ადამიანი, რომელმაც ათკაციან "შავ სიას“ მხარი დაუჭირა, ნდობას არ იმსახურებს“, - განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არსებული ძალიან დაბალი ნდობა ჩრდილს აყენებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა