GWP დღეს კანდელაკის ქუჩაზე წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაასრულებს

კანდელაკის ქუჩაზე 3 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, სტაბილური წყალმომარაგებისთვის, კომპანიამ ახალ ქსელზე თანამედროვე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურიდან“ აცნობეს, რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს - ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია დღეს, 13 მაისს განახორციელებს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 13 მაისს, 12:00 საათიდან 14 მაისის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: კანდელაკის, ბუდაპეშტის, დელისის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე ნუცუბიძის ქუჩის და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს.

სამუშაოების მიმდინარეობისას კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“ - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს