მამუკა არეშიძე - „ქართული ოცნების“ კანდიდატებს თბილისსა და მარნეულში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვთ - ყველაზე ცხელი წერტილი კი შესაძლოა, ზუგდიდში იყოს

მე მაინც მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს თბილისსა და მარნეულში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ შუალედურ არჩევნებზე საუბრისას განუცხადა.

როგორც არეშიძემ აღნიშნა, რთული სათქმელია შუალედურ არჩევნებში დაინიშნება თუ არა მეორე ტური, თუმცა მიიჩნევს, რომ „ყველაზე ცხელი წერტილი შესაძლოა, ზუგდიდში იყოს“.

„განსაკუთრებულ აქტივობას მე მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლში ვაკვირდები, ზუგდიდში რა ხდება, მართალი გითხრათ, კარგად არ ვიცი. ხმები ძალიან იყოფა, მე მაინც ვთვლი, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ყველაზე უკეთესი შანსი თბილისსა და მარნეულში აქვს,“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო გარემო მშვიდია და „განსაკუთრებული არაფერი ხდება“.

„განსაკუთრებული არაფერი ხდება. იმიტომ, რომ ეს მაინც შუალედური არჩევნებია და მაინც ისეთია, რომ 1 წლით ხდება დეპუტატი. მაგალითად, ზუგდიდში თუ 2020 წლის არჩევნების გარკვეული რეპეტიციაა, თბილისში ესაც არ იგრძნობა,“ - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს