„საქართველოს ფოსტის“ ეგიდით, „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი“ გაიმართა

„საქართველოს ფოსტის“ ეგიდით, წელს რიგით მეექვსე „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი“ გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფოსტიდან“ აცნობეს, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 400-მდე 15 წლამდე ახალგაზრდამ და გამოვლინდა 3 საუკეთესო ნაშრომი: I ადგილი - მარიამ ქართველიშვილი, II ადგილი - ნურიდა ბაირამოვა, III ადგილი - გიორგი აბესალაშვილი.

მიმდინარე წლის საკონკურსო თემა იყო - „დაწერე წერილი შენი გმირის შესახებ“. „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ გაიგზავნება კონკურსის I ადგილის გამარჯვებული 12 წლის მარიამ ქართველიშვილი, წერილი „ჩემი გმირი“ , რომელიც ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ყველა მონაწილის მიერ მეტად საინტერესო თემები იქნა წარმოდგენილი.

„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება.

„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საფუძველი ჩაეყარა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება, მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა.

„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს