მამუკა ბახტაძე - ნებისმიერი პარტია მოწადინებული უნდა იყოს განახლებაზე, ეს მმართველი პარტიის ვალდებულებაა

პარტიის განახლება და ახალი სახეები - ეს არის პარტიაში მიმდინარე ბუნებრივი პროცესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრიუსელში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

,,ეს არის პარტიის განახლების ძალიან ბუნებრივი პროცესი. მე ამას მხოლოდ მივესალმები”, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, მაია მიმინოშვილი პარტიას ეხმარება ტრენინგებში, გადამზადებაში და მმართველ პარტიას თავის გამოცდილებას უზიარებს.

„რაც შეეხება მაია მიმინოშვილს, ის არის მაღალი დონის პროფესიონალი. ის პარტიას ეხმარება ტრენინგებში, გადამზადებაში და იმ გამოცდილებას გვიზიარებს, რაც მას აქვს ამ მიმართულებით. რაც შეეხება პარტიის განახლებას და ახალ სახეებს, ეს არის პარტიაში მიმდინარე ბუნებრივი პროცესი. ნებისმიერი პარტია მოწადინებული უნდა იყოს განახლებაზე, ახალი, საინტერესო ადამიანების მაღალი პოტენციალის მქონე ადამიანების მოზიდვაზე და ბუნებრივია, ეს არის ვალდებულება მმართველი პარტიის”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა