ლადო კახაძე ვეტერან ფეხბურთელებს - 13 მაისი არის გამარჯვების, სიხარულის და სიამაყის დღე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ ღონისძიებას დაესწრო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, 1981 წლის 13 მაისს, თბილისის „დინამოს“ გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე ვეტერან ფეხბურთელებს ისტორიული წარმატება პარტიის ლიდერებმა მიულოცეს.

„ეს დღე არის გამარჯვების, სიხარულის და სიამაყის დღე. ეს არ იყო მხოლოდ საფეხბურთო მატჩი - ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე გამარჯვება და ბედნიერი ვარ, რომ თქვენ მიეცით მომავალ თაობებს თავდადების და გაუტეხელობის მაგალითი. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის გმირები. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე“, - მიმართა ვეტერან დინამოელებს ლადო კახაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს