რამაზ საყვარელიძე - შუალედური არჩევნების მეორე ტური ბევრგან შეიძლება დაინიშნოს - გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი „ოცნებას“ აქვს

მგონია, რომ შუალედური არჩევნების მეორე ტური ბევრგან შეიძლება დაინიშნოს. მგონი, გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი „ოცნებას“ აქვს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

პოლიტოლოგის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შუალედურ არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნა გამორიცხული არ არის, საბოლოო გამარჯვების მეტი შანსი „ქართულ ოცნებას“ აქვს, რადგან „კონკურენტი პოლიტიკური პარტიები საკმარისად ძლიერები არ არიან“.

რამაზ საყვარელიძის თქმითვე, შუალედურ არჩევნებში „ყველაზე ცხელი წერტილები შესაძლოა, ზუგდიდსა და მარნეულში იყოს.“

„მეჩვენება, რომ წინასაარჩევნო გარემო უფრო მშვიდია. უფროში ვგულისხმობ, მაგალითად, უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებს. იმასთან შედარებით, ჩემი აზრით, სიტუაცია უფრო მშვიდად მიდის.

რაც შეეხება მეორე ტურს, მგონია, რომ ის ბევრგან შეიძლება დაინიშნოს. არ არის ისეთი მკაფიო უპირატესობა, რომ მეორე ტური გამოირიცხოს.

მე მგონი, გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი „ქართულ ოცნებას“ აქვს, იმიტომ, რომ კონკურენტები, პოლიტიკურ ალტერნატივებზე, პარტიებზე ვამბობ, იმდენად ძლიერები არ არიან, რომ სხვანაირი შედეგები იყოს,“ - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

კითხვაზე, გულისხმობს თუ არა რამაზ საყვარელიძე იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა გამარჯვება ზუგდიდსა და თბილისშიც მოიპოვოს, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ასეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა