მამუკა ბახტაძე გიგი წერეთლის წინააღმდეგ „შავ პიარზე“ - ეს ინფორმაცია ფანტაზიის ნაწილია

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ და მისი ლობისტები 2016 წელს „შავ პიარს“ გეგმავდნენ გიგი წერეთლის წინააღმდეგ, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად იყრიდა კენჭს. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს ინფორმაცია ფანტაზიის ნაწილია.

„სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან დიდი ფანტაზიის ნაწილი მგონია. მე ძალიან გამიჭირდება, რომ დავიჯერო. ჩემი შეფასებით, ეს არის განუსაზღვრელი ფანტაზიის ნაყოფი. თითოეული ჩვენგანი გავეცნოთ, დავრწმუნდეთ, რომ ეს არის ვალიდური დოკუმენტი და მერე მივცეთ შეფასება. მე არაერთხელ მახსოვს მსგავსი ინფორმაციები, როდესაც საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ ეს იყო ფაქტი და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ელემენტარული ტყუილი,” - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევის დროს, გიგი წერეთელის დაბლოკვის დავალება გასცა. ფრაქცია „ევროპული საქართველო“ პარტია „ქართული ოცნებასა“ და ერთ-ერთ ლობისტ კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ასაჯაროებს. როგორც გიორგი კანდელაკმა განაცხადა, აღნიშნული ხელშეკრულებით იკვეთება, რომ მმართველი პარტია, ნაცვლად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისა, ლობისტ კომპანიას პარტიულ დავალებებს აძლევს, რაც არა პარტიის ბიუჯეტიდან, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს