გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევის დროს, გიგი წერეთლის დაბლოკვის დავალება გასცა

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ერთ-ერთ ლობისტ კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ასაჯაროებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული ხელშეკრულებით იკვეთება, რომ მმართველი პარტია, ნაცვლად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისა, ლობისტ კომპანიას პარტიულ დავალებებს აძლევს, რაც არა პარტიის ბიუჯეტიდან, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გიორგი კანდელაკის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ მმართველ გუნდს ქვეყნის დეოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარების დავალება გაეცა, გასცა დავალება, რომ 2016 წელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევის დროს, მომხდარიყო გიგი წერეთელის დაბლოკვა, მომხდარიყო ოპოზიციის დისკრედიტაცია და ხელისუფლების მიმართ შეჩერებულიყო კრიტიკა. გიორგი კანდელაკის განცხადებით, აღნიშნული ქმედება ანტისახელმწიფოებრივია, რაც ცუდად აისახება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით.

„ჩვენი ყურადღება მიიპყრო დოკუმენტმა, საიდანაც ირკვევა, რომ 2016 წელს, მთავრობა გადასახადების გადამხდელთა ფულს იყენებდა იმისთვის, რომ დაქირავებულ ლობისტებს ემუშავათ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე, გიგი წერეთლის არჩევის საწინააღმდეგოდ. ამ დოკუმენტებში აღმოჩნდა სხვა დოკუმენტები, რომელიც ქმნის წარმოდგენას თუ რაში იხარჯებოდა და იხარჯება ჩვენი ფული. კერძოდ, გვხვდება 2016 წელს სტრატეგიული მოქმედების გეგმა, რომელიც ხელმოწერილია საქართველოს მთავრობასა და ერთ-ერთ ლობისტურ კომპანიას შორის და ვიგებთ იმ დავალებებს, რომელიც გასცა მთავრობამ. სამწუხაროდ, ამ დავალებებში საერთოდ არ არის ნახსენები დეოკუპაციის საკითხები, რათა ამ კომპანიამ გამოიყენოს საკუთარი რესურსები, რომ იმუშაოს ამ საკითხის აქტუალიზაციაზე, იმუშაოს იმაზე, რომ ორმხრივი შეხვედრებისას, სადაც დასავლეთის და რუსეთის ლიდერები ხვდებიან, იხილებოდეს საქართველოს საკითხი. იმუშაოს იმაზე, რომ იმ სანქციებზე, რომელიც უკვე დადგენილია, მოხვდეს საქართველოს ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარის გაყვანის აღსრულების მოთხოვნა. სამაგიეროდ, ვხვდებით დავალებას, რომ კომპანიამ იმუშაოს ოპოზიციის წინააღმდეგ, კრიტიკის განეიტრალებაზე და სხვა პოლიტიკურ დავალებებზე“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა