ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი - დაცვის მხარის ვერც ერთი მტკიცებულება ვერ ვიხილეთ, მათ შორის ბრიტანელი ექსპერტების დასკვნა

დაცვის მხარის დაპირებები, მტკიცებულებების წარმოდგენასთან დაკავშირებით, დაპირებადვე დარჩა და ვერ ვიხილეთ ვერც ერთი მტკიცებულება. მათ შორის ბრიტანელი ექსპერტების დასკვნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, დაცვის მხარეს მოწმეთა ჩვენებები დამახინჯებული, საკუთარ პოზიციაზე მორგებული ინტერპრეტაციით აქვს წარმოდგენილი.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა დასკვნითი სიტყვის ნაწილი. ცალსახად შემიძლია გითხრათ, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია მხოლოდ ჰიპოთეზებსა და ვარაუდებს ეფუძნება. ის მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების მხარის მიერ იქნა გამოკვლეული, ინტერპრეტირებული იქნა დაცვის მხარის ორივე წარმომადგენლის მიერ სხვადასხვაგვარად იმისთვის, რომ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის მოერგოთ აღნიშნული დოკუმენტები.

ის დაპირებები, რომელიც დაცვის მხარეს გააჩნდა მტკიცებულების წარმოდგენის სახით, დაპირებადვე დარჩა და ვერ ვიხილეთ ვერც ერთი მტკიცებულება. მათ შორის, ბრიტანელი ექსპერტების დასკვნა. ერთ მხარეს გვაქვს მტკიცებულებები და მათი ანალიზი, რომელიც ბრალდების მხარემ მოიპოვა, მეორე მხარეს ჩვენ გვაქვს ვარაუდები, ჰიპოთეზები, შეგნებულად დამახინჯებული მოწმეთა ჩვენებები, ინტერპრეტირებული მოსაზრებები იმისათვის, რომ დაცვის მხარე მაქსიმალურად ეცადოს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა აირიდოს", - განაცხადა ნადირაძემ.

შემდეგი სასამართლო სხდომა 17 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება. აღნიშნული სხდომა კვლავ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით განახლდება. შესაძლოა, ამავე დღეს მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდეს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი გ.ჯ და გ.ბ არიან მსჯავრდებულები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა