ოთარ დანელია - ნატურალური რძის პროდუქტების წარმოება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, ნატურალური რძის პროდუქტების და განსაკუთრებით ყველის წარმოება, სოფლის მეურნეობის სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„ნატურალური რძის პროდუქტების და განსაკუთრებით ყველის წარმოების პრიორიტეტულობას ამ საკითხისადმი სახელმწიფოს მიდგომაც ადასტურებს. ხელისუფლება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ამ სფეროში მეწარმეების მხრიდან ნებისმიერ ინიციატივას. ნატურალური რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის ნათელი მაგალითია საგადასახდო რეჟიმიც, რომელშიც ეს სფეროა მოქცეული“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისი თქმით, კვლავაც განსაკუთრებული ხელშეწყობა ექნება სოფლის მეურნეობის სფეროს ამ მიმართულებაში ინვესტიციების განხორციელებას.

„ხელისუფლება კვლავინდებურად მზად არის მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა გამოიჩინოს იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც სფეროში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავენ და ამ მიმართულებით არის გარკვეული ძვრები. ჩემი ინფორმაციით, მალე უნდა დასრულდება რამდენიმე ქართული კომპანიის მიერ საკმაოდ სოლიდური საინვესტიციო პაკეტის მოზიდვის პროცედურა. საინვესტიციო პროექტები გრძელვადიანი და მზარდი წარმოების დივერსიფიცირებული განვითარების მხრივაც. მიუხედავად კერძო სექტორის აქტივობისა, აუცილებელია კვლავაც ინტენსიურად გაგრძელდეს სფეროს სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამები, რათა მოსახლეობის უზრუნველყოფა მოხდეს ნატურალური რძითა და რძის პროდუქტებით“,-განაცხადა ოთარ დანელიამ.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა