საქართველო-საფრანგეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები ფრანგ კოლეგებს შეხვდნენ

საქართველო-საფრანგეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით სონღულაშვილი და ჯგუფის წევრები თამარ ხულორდავა და გიორგი კახიანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ფრანგ სენატორებთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის პარლამენტებს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს.

„ფრანგ კოლეგებს საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებები, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გავაცანით. შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხებზე საინტერესო მსჯელობები გავმართეთ. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის რესპუბლიკის სენატში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი 2017 წელს შეიქმნა და მსგავსი ფორმატის შეხვედრა საქართველოში პირველად გაიმართა“, - განაცხადა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა