შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებასთან დაკავშირებით გამოძიება ხელახლა დაიწყო

შვედეთის პროკურატურამ „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებასთან დაკავშირებით გამოძიება ხელახლა დაიწყო. „ბიბისის“ ცნობით, გამოძიება მოსარჩელის ადვოკატის მოთხოვნით განახლდა.

შეგახსენებთ, შვედეთის პროკურატურამ 2 წლის წინ გადაწყვიტა აღნიშნულ საქმეზე გამოძიება შეეწყვიტა, ვინაიდან მათივე ინფორმაციით, რთული იყო საქმის წინ წაწევა რადგან ასანჟი წლების განმავლობაში თავს ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოს აფარებდა. თუმცა, მას შემდეგ რაც ასანჟს ეკვადორმა თავშესაფრი აღარ მისცა და იგი დააკავეს, გამოძიება განახლდა. ასანჟს 2010 წელს ორი ქალის სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. იგი ბრალდებებს უარყოფს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო