საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, დღეს საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ღონისძიება, პალატის პრეზიდენტრმა ნინო ჩიქოვანმა და ავსტრიის კონსულმა სავაჭრო საკითხებში თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში გეორგ კარაბაჯეკმა გახსნეს.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ასეთი ფორუმებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოსა და ავსტრიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოვებაში. მან იმედი გამოთქვა, რომ მონაწილე კომპანიები ერთმანეთთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პრესპექტივებს დასახავენ.

,,მოხარულები ვართ, რომ ავსტრიული კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება მაღალია. ფორუმზე წარმოდგენილნი არიან კომპანიები ისეთი მნიშვნელოვანი სფეროებიდან, როგორიცაა ენერგეტიკა, მანქანათმშენებლობა, ლოგისტიკა, ტექსტილი, სამთო ტურიზმი და სხვ. დღეისათვის საქართველოსა და ავსტრიას შორის პარტნიორობა აქტიურად ვითარდება, რასაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების სტატისტიკაც ადასტურებს. მაგალითისათვის, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა 79%-ითაა გაზრდილი და მან 123 მილიონ დოლარს მიაღწია“, -განაცხადა ჩიქოვანმა.

ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ავსტრიულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა, სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელმა, ასევე პრეზენტაციები წარმოადგინეს ფორუმის მონაწილე ქართულმა და ავსტრიულმა კომპანიებმა.

დღევანდელ ბიზნეს-ფორუმს, 13 ავსტრიული და 70-მდე ქართული კომპანია ესწრებოდა, გაიმართა ორმხრივი შეხვედრებიც.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს