ჟან რენე კაზნევი - საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ის გახდება ევროკავშირის წევრი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, კომიტეტის წევრებთან ერთად საფრანგეთის რესპუბლიკის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს როგორც აღმასრულებელ ასევე, საპარლამენტო დონეზე.

„საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ჩვენ განვიხილეთ ყველა ის პრიორიტეტული საკითხი, რაც საფრანგეთის რესპუბლიკასთან საქართველოს აკავშირებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთანავე, პრიორიტეტული ისეთ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება, როგორიც არის საფრანგეთი მათ შორის, საპარლამენტო დონეზე. გასულ წელსაც და წელსაც გრძელდება აქტიური თანამშრომლობა როგორც აღმასრულებელ ასევე, საპარლამენტო დონეზე“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სოფიო ქაცარავა ფრანგ კოლეგებს, ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე ესაუბრა.

„საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ის გახდება ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჟან რენე კაზნევმა.

შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ამ გამოწვევების გამკლავების მიზნით, ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.

„ფრანგ კოლეგებთან ვისაუბრეთ ვიზის ლიბერალიზაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ამ მიმართულებით ორ ქვეყენას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე“, - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრისას, კანონმდებლებმა, საქართველოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დადებითად შეაფასეს.

სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგებს საფრანგეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროპული ინტეგრაციის სრული მხარდაჭერისთვის.

გამართულ შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები სალომე სამადაშვილი, გიორგი ხატიძე, ირაკლი მეზურნიშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამეტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენელი, დავით სონღულაშვილი მონაწილეობდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს