თერჯოლაში, სოფელ ჭოგნარის მოსახლეობასა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დაცვის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლებსა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დაცვის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენელბთან შეხვედრას და შენობაში შესვლას ითხოვენ, რის უფლებასაც დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოსახლეობა აცხადებს, რომ კომპანიის წარმომადგენლები მათ ემალებიან და თვეებია პასუხს არ სცემენ. დაცვის სამსახურის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ხელმძღვანელობა შენობაში არ იმყოფება. მოსახლეობა კი გზის გადაკეტვით იმუქრება.

მანამდე სოფლის მოსახლეობამ მოწოდებით - „არა ნაგავსაყრელს" იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან აქცია გამართა. ისინი სოფლის მიმდებარედ ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ.

„დაუშვებელია დასახლებულ პუნქტთან ახლოს ნაგავსაყრელის მოწყობა. ამას არ დავუშვებთ. არ გავჩერდებით, ვიდრე არ გვეტყვიან, რომ იქ ნაგავსაყრელი არ აშენდება, სხვა ყველა პასუხი მიუღებელია. მოძებნონ ალტერნატიული ადგილი", -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მყარი ნარჩენების მართვის ოფისთან გადაინაცვლეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა