„ჯივიპიმ“ ვარკეთილი 3-ში წყალმომარაგების ქსელი განაახლა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ვარკეთილი 3-ის მეორე მიკრორაიონში, რეაბილიტაციის ფარგლებში 1 კმ სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი განაახლა და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ჯივიპიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაობს „ჯივიპი“ ხვალ, 14 მაისს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 14 მაისს, 22:00 საათიდან 15 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: ვარკეთილი 3-ის I და III მიკრორაიონებს, II მიკრორაიონის ნაწილს, ჯავახეთის ქ N68-ს, ალექსიძის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა