განათლების მინისტრის მოადგილე - კრედიტქულების სქემა 2020 წლიდან აღარ იქნება, ვმუშაობთ, როგორ დავეხმაროთ სკოლებს მასწავლებლების შიდა შეფასებისას

„კრედიტქულების სქემა 2020 წლიდან აღარ იქნება, ვმუშაობთ იმაზეც, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ სკოლებს მასწავლებლების შიდა შეფასებისას“, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძემ განაცხადა.

განათლების კომპლექსური რეფორმის მომდევნო ეტაპის ფარგლებშიც მაღალკვალიფიციურ პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციას ანაზღაურება გაეზრდება. აბულაძემ მასწავლებელთა მიერ კომპეტენციის დასადასტურებლად გასავლელ პროცედურებზე ისაუბრა.

„მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად გამოცდები არ არის ერთადერთი გზა სტატუსის მიღწევისთვის, ეს აქამდეც ასე იყო. გამოცდების სქემის რეგულაციები შენარჩუნებულია და 2019 წლის ბოლომდე, ყველა მასწავლებელი, რომელსაც დაწყებული აქვს ეს პროცესი, რომ გადავიდეს სხვა საფეხურზე, განხორციელებული აქვს კონკრეტული აქტივობები და დაგროვებული აქვს კრედიტქულები, გააგრძელებს პროცესს და წლის ბოლოსთვის ეს სტატუსებზე და ცხადია, ხელფასის ზრდაზე აისახება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბიუროკრატიის შესამცირებლად იგეგმება კრედიტქულების სისტემის გაუქმება.

„კრედიტქულების გაუქმება დაანონსდა, ვმუშაობთ ამ დოკუმენტზე და 2020 წლიდან იქნება შემდეგი ცვლილება, მას მერე, რაც არსებული სქემა აღარ იქნება მოქმედებაში. ეს გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, შევამციროთ ბიუროკრატია. 2019 წლის ბოლომდე კრედიტქულების დაგროვების არსებული სისტემა იმოქმედებს. მასწავლებლებს სხვა ტიპის შესაძლებლობებს შევთავაზებთ, თუ როგორ უნდა აიმაღლონ სტატუსი. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ისიც, რომ გამოხატონ სურვილი პირდაპირ მენტორის სტატუსზე და არა - ჯერ წამყვანისა და შემდეგ მენტორის სტატუსზე. ასევე, ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ სკოლებს მასწავლებლების შიდა შეფასებისას, რადგან ვფიქრობ, არსებულ სქემაში გასაძლიერებელია სკოლის შიდა შეფასების ელემენტი, რადგან ვიცით, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში სკოლა უკეთესად შეაფასებს მასწავლებელს, ვიდრე გარე დაკვირვება“, - განაცხადა აბულაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო