ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ოკუპირებულ რეგიონებში  ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები გააცნო

ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და სამშვიდობო ინიციატივა - ეს ის მთავარი საკითხებია, რაზეც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ტოივო კლაარს ესაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ქეთევან ციხელაშვილმა სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განხორციელებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები გააცნო. ასევე მას მინისტრი იმ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, რომლებიც სამშვიდობო ინიციატივითაა გათვალისწინებული, ხოლო მიზნად ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და მათი ჰუმანიტარული კრიზისიდან გამოყვანას ისახავს.

„ამასთანავე, ტოივო კლაართან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ჟენევის დისკუსიები, დღის წესრიგში არსებული საკითხები და მიღწეული პროგრესი იყო. მხარეებმა შეხვედრის დროს ხაზი გაუსვეს ჟენევის დისკუსიების დიდ მნიშვნელობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა