ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

11 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, პოლონეთის მოქალაქე პ.ჯ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (TRAMAL (TRAMADOL) - 10 აბი.) გამოავლინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველო სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა