ნათია მეზვრიშვილი - ისეთი კანონი არ უნდა მივიღოთ, რაც ნარკოტიკების მოხმარებას, შენახვას და გასაღებას რაიმე ფორმით წაახალისებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, დეპუტატთა ჯგუფის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი უკიდურესად ლიბერალურია ყველა მიმართულებით.

როგორც მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სწორედ ამან გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა ინიცირებულ კანონპროექტზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოპოლიტიკის მიმართულებით საკმაოდ მკაფიო პოლიტიკას ატარებს. ამოღებულია კილოგრამობით ნარკოტიკული საშუალებები. განსაკუთრებით მკაცრები ვიყავით ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ, მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით გამავრცელებელთა მიმართ, რაც რთულად გამოსავლენია, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და გამსაღებელთა წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა გამოვაცხადეთ. რაც შეეხება მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს - უნდა მოხდეს თუ არა მოხმარების დეკრიმინალიზაცია, ეს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასაწყვეტი საკითხი არ არის – ჩვენი პოზიცია მარტივია, ისეთი კანონი არ უნდა მივიღოთ, რაც ნარკოტიკების მოხმარებას, შენახვას და გასაღებას რაიმე ფორმით წაახალისებს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა