თურქეთი ერთდროულად სამ ზღვაში  სამხედრო სწავლებას ატარებს

თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალები დღეიდან, ერთდროულად სამ ზღვაში, უმსხვილეს სამხედრო სწავლებას ახორციელებს სახელწოდებით „ზღვის მგელი“. ამის შესახებ გამოცემა „Daily Sabah“ იუწყება.

სწავლება 25 მაისამდე ხმელთაშუა, ეგეოსის და შავ ზღვებში მიმდინარეობს, რომელშიც 131 ხომალდი, 57 სამხედრო თვითმფრინავი და 33 ვერტმფრენი მონაწილეობს.

თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალები გამართავენ სტრატეგიულ და ოპერატიულ სწავლებას კრიზისული და სამხედრო სიტუაციების სცენარით.

სწავლება მიმართულია თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფებისა და პოტენციალის გაძლიერებისკენ და ითვალისწინებს სამამულო და უცხოური წარმოების შეიარაღების გამოყენებას.

სწავლებაში დაახლოებით, 26 ათასი სამხედრო მონაწილეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს