არჩილ თალაკვაძე - მამუკა ბახტაძის გამოსვლისას საუბარი ტრიბუნასთან ჩვეულებრივ და ნორმალურად ისმოდა, ხოლო ტრანსლაციას ჰქონდა ხარვეზი

თუ ვინმე მამუკა ბახტაძის გუშინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით სხვა ინტერპრეტაციას აკეთებს და დეზინფორმაციას ავრცელებს, ეს შესაძლოა, იყოს სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძე გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა.

„ თავად მამუკა ბახტაძემ ამომწურავი განმარტება გააკეთა. ეს ნამდვილად იყო ტექნიკური ხარვეზი. რა ადასტურებს ამას 100%-ით?! თუ თქვენ ნახავთ ამ ჩართვას და დააკვირდებით ადამიანებს, რომლებიც დგანან მამუკა ბახტაძის უკან და გვერდით, თქვენ მიხვდებით მათ გამომეტყველებაზე, რომ მისი საუბარი იქ, ადგილზე ისმის ნორმალურად, იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც პრემიერის უკან და გვერდით დგანან, ჩვეულებრივ უსმენენ მას. თუმცა სამწუხაროდ, ტექნიკური ხარვეზის გამო, ტელეეთერით გავიდა ხარვეზი. ელემენტარულად შეუძლებელია, ამ ინტონაციით ისაუბროს ადამიანმა. თუ ვინმე სხვა ინტერპრეტაციას აკეთებს და დეზინფორმაციას ავრცელებს, შეიძლება ეს იყოს სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს