ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილადან გატაცებული ორი მამაკაცი გაათავისუფლეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილადან გატაცებული ორი მამაკაცი გათავისუფლებულია. ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ყარაფილასთან, ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ორი მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, სტეფანე მესროფაშვილის განცხადებით, დიმიტრი ისერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი სოფლის განაპირას სატაცურის საკრეფად იყვნენ წასულები, რა დროსაც შეირაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და ორივე მათგანი დააკავეს.

ისერგიშვილი 50 წლამდე ასაკისაა, პატარკაციშვილი კი - 35 წლის. თანასოფლელების ინფორმაციით, დაკავებულები ოკუპირებული ცხინვალის მილიციის განყოფილებაში იყვნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა