ლადო კახაძე მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ საფეხბურთო ტურნირს დაესწრო

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ საფეხბურთო ტურნირს დაესწრო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ლადო კახაძემ ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა სპორტული ღონისძიების ორგანიზებისათვის და აღნიშნა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

"მომავალმა თაობამ, ახალგაზრდებმა უნდა იცხოვრონ ჯანსაღად, სპორტულად, რაც ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ უდიდესი ინტერესი გამოხატეს მთაწმინდელებმა საფეხბურთო ტურნირის მიმართ. მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა ჩართული სპორტულ ცხოვრებაში. სწორედ ასეთი წარმომიდგენია მე საქართველოს ნათელი მომავალი - ბევრი სპორტი და მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრება", - განაცხადა ლადო კახაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა